Scrum Product Owner Professional Certificate – SPOPC™

ტრენერები: ვატო დოლიძე, თინათინ გზირიშვილი

კურსის აღწერა

კურსი საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ ყველა ის დეტალი, რომელიც უკავშირდება Scrum Product Owner-ის პროფესიულ საქმიანობას. თქვენ შეძლებთ გაიაზროთ თუ რა მნიშვნელოვანი როლი აკისრია Product Owner-ს მომხმარებლებთან, საკუთარ გუნდთან თუ სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობის პროცესში და ჩამოიყალიბოთ მკაფიო პოზიცია თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია, რომელსაც უნდა ასრულებდეს აღნიშნული როლი კომპანიაში.

ეს ყველაფერი მოხდება რეალურ მაგალითებზე დაფუძნებულ, ინტერაქტიულ და საინტერესო მასალების გაცნობის შედეგად. Ჩვენი მიზანია გაგიზიაროთ მეტი პრაქტიკული ხელსაწყოები, რომლებსაც მეორე დღესვე შეძლებთ გამოიყენოთ თქვენს საქმიანობაში და ასევე შემოგთავაზოთ ის თეორიული ნაწილი, რომელიც საფუძველს შეგიქმნით სწორად განივითაროთ Agile მიდგომები და ღირებულებები.

აღნიშნული ტრენინგის პროგრამა გამოცდილია მრავალჯერ და ყოველ ჯერზე ხდებოდა მისი გაუმჯობესება და დახვეწა. შედეგად, თქვენ მიიღებთ საუკეთესო ვერსიას იმ აქტივობებისა თუ თეორიული მასალისა, რომელიც ქვემოთ დეტალურად არის წარმოდგენილი.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, კურსის გავლის შედეგად შეძლებთ გაიაროთ სერტიფიცირება და მიიღოთ საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული პროფესიული სერტიფიკატი.

სასწავლო პროგრამა

  • Agile პრინციპები და ღირებულებები;
  • როგორ მუშაობს Scrum?
  • ვინ არის Product Owner, რა ფუნქცია მოვალეობები აკისრია მას გუნდში თუ ორგანიზაციაში;
  • რისი დელეგირება შეუძლია Product Owner-ს და რომლებია ის საქმიანობები, რომელსაც პირველ რიგში უნდა აკეთებდეს კარგი Product Owner;
  • Product Owner-ის როლი ორგანიზაციის ჭრილში, რამოდენიმე პროდუქტსა თუ პარტნიორ გუნდებთან მუშაობის პირობებში (Agile Scaled Framework Analysis);
  • როგორ თანამშრომლობს Product Owner ორგანიზაციაში არსებულ სხვა როლებთან?
  • განსხვავება პროექტულსა და პროდუქტულ მიდგომებს შორის;
  • პროდუქტზე მუშაობის სასარგებლო პრაქტიკები, რომელსაც Product Owner ყოველდღიურად იყენებს;
  • Product Owner-ის წარმატების საზომები.
  • გავლილი მასალის ცოდნის გამყარება საგამოცდო კითხვებზე ვარჯიშით.

სასერტიფიკატო გამოცდის ფორმატი

  • ფორმატი: კითხვები სავარაუდო პასუხებით;
  • კითხვების რაოდენობა: 40;
  • ენა: ინგლისური;
  • გამსვლელი ქულა: 32/40 ანუ 80 %
  • ხანგრძლივობა: 60 წუთი;
  • ფორმა: ონლაინ.

  • გამოცდის ღირებულება (1 მცდელობა) შედის ტრენინგის ფასში