Scrum Master Toolkit

ტრენერები: ვატო დოლიძე, თინათინ გზირიშვილი

დღევანდელ სწრაფად ცვალებად და განვითარებად სამყაროში რთულია ისეთი ახალი საქმიანობების ხვედრი, როგორიც მაგალითად სქრამ მასტერია. მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო ეჯაილ და სქრამ მიდგომების ორგანიზაციებში დანერგვა და პრაქტიკულად გამოყენება.

ბაზარზე არც თუ ისე დიდია ამ კუთხით გამოცდილება და შესაბამისად ასეთი ახალი როლების მქონე ადამიანებს უწევთ სხვადასხვა რესურსებიდან ინფორმაციის შეგროვება, ადამიანების მოძიება, რომლებსაც გარკვეული გამოცდილება აქვთ დაგროვილი და მათგან რჩევების მიღება, რათა სათანადოდ შეძლონ თავზე დაკისრებული მოვალეობების შესრულება.

სქრამ მასტერებზე ზეწოლას ზრდის ის ფაქტიც, რომ მათი როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ეჯაილ მიდგომაში და ფაქტიურად მათზეა დამოკიდებული თუ როგორ მოახერხებს ორგანიზაცია და საბოლოო ჯამში გუნდები ამ ახალი სამუშაო პრინციპების ათვისებას და მათი მომხმარებლებისთვის ხარისხიანი პროდუქტისა თუ სერვისების შეთავაზებას.

ხშირია შემთხვევა, როცა სქრამ მასტერებისგან იმაზე მეტია მოლოდინები, ვიდრე მათი როლის შესაბამისი პასუხისმგებლობები ამას ითვალისწინებს.

ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ახალი პროდუქტი, რომლის საშუალებითაც, როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილ სქრამ მასტერებს გავუზიარებთ გამოცდილებას და რაც მთავარია მივცემთ ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტს, რომლებიც მათ დაეხმარებათ ყოველდღიურ საქმიანობაში გაუმკლავდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

პროგრამა მთლიანად შედგენილია პრაქტიკული გამოცდილებიდან დაგროვილ მასალაზე, რომლის გამოყენებასაც მსმენელები შეძლებენ კურსის დასრულებისთანავე.

კუსის გავლის შემდეგ, თქვენ გეცოდინებათ ყველა ის კარგად ნაცადი და აუცილებელი ხერხები, თუ როგორ შეკრათ და ემუშაოთ საკუთარ სქრამ გუნდებს უფრო ეფექტურად და რაც მთავარია სწორ ღირებულებებზე დაყრდნობით.

კურსის მიმდინარეობისას ტრენერები მსმენელებს გაუზიარებენ ყველა იმ პრაქტიკულ ხელსაწყოს, რომლებსაც ისინი დღესაც ყოველდღიურად იყენებენ გუნდებთან მუშაობის დროს. 

აღსანიშნავია, რომ ყველა ის ტექნიკა და ინსტრუმენტი, რომელსაც თქვენ გაეცნობით, აქტუალურია და ჩვენი ტრენერები ყოველდღიურად იყენებენ საკუთარ გუნდებთან მუშაობისას.

Სასწავლო პროგრამა

  • სქრამ მასტერის როლი და როგორია მისი სამუშაო სტილი სხვადასხვა სიმწიფის მქონე გუნდებთან მიმართებაში.
  • სქრამ მასტერის სხვადასხვა მდგომარეობები
  • პრაქტიკაში როგორ ანსხვავებენ სქრამ მასტერებს ეჯაილ ქოუჩებისგან
  • სქრამ მასტერის “ჩექლისტი”
  • როგორ ჩავატაროთ სქრამ რეტროსპექტივა
  • როგორ გავზომოთ გუნდების წარმატება
  • სამოტივაციო აქტივობები
  • ვორქშოპების ჩატარების ტექნიკები
  • ცალკე დრო თქვენთვის საინტერესო თემების განსახილველად.