Agile Coach Professional Certificate – ACPC

ტრენერები: ქეთი კორინთელიდავით ქურდაძე

კურსის აღწერა

CertiProf® გთავაზობთ ეჯაილ ქოუჩის პროფესიულ სერტიფიკატს, Agile Coach Professional Certificate ACPCTM. სერტიფიკატი არის მათთვის, ვისაც სურს დასახულ მიზნებს მიაღწიოს ქოუჩინგის უნარებზე დაუფლებით და ეს უნარები გამოიყენოს საჭირო ცლილებების მისაგნებად და სამართავად. ქოუჩინგი არის დისციპლინა, რომელიც შედგება პრობლემების გადაწყვეტისგან, პიროვნული და პროფესიული ზრდით ცნობიერების ამაღლებისგან, კომუნიკაციის გაუმჯობესებისგან, ცხოვრებისეული და პროფესიული შედეგების მიღწევისგან.

ეჯაილ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული სერტიფიკატის მიზანია გზა გაუკვალოს ადამიანებსა და ორგანიზაციებს ამჟამინდელი მდგომარეობიდან მომავალ სასურველ მდგომარეობამდე გარდასახვის პროცესში, რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული გზით. ეჯაილ ქოუჩი კონცენტრირებულია კლიენტების ცოდნაზე, მათი პერფორმანსის გაზრდასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

 

კურსის გავლის შედეგად

  • შეიქმნი წარმოდგენას ეჯაილზე, ძირითად მიდგომებსა და პრაქტიკებზე, ქოუჩინგსა და იმ ფუნდამენტურ უნარებზე, რომლებსაც აუცილებელია ეჯაილ ქოუჩი ფლობდეს იმისთვის, რომ ადამიანებში, გუნდებსა და ორგანიზაციებში ცვლილებებს შეუწყოს ხელი.
  • გაიგებ და გაიაზრებ ეჯაილ ჩარჩოებსა (Agile Frameworks) და ლინის პრინციპებს (Lean Principles). მიხვდები, რა განსხვავებებია მათ შორის და როგორ შეიძლება შეარჩიო კონკრეტული გუნდისთვის რომელიმე მათგანი.
  • განივითარებ სწავლებისა და ქოუჩინგის უნარს და გეცოდინება როგორ შესთავაზო ადამიანებს მიღებული ცოდნა სწორ დროსა და სწორი გზით.
  • შეძლებ ჩააბარო გამოცდა და აიღო საერთაშორისო სერთიფიკატი Agile Coach Professional Certificate ACPCTM

 

ვისთვის არის კურსი

  • კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ან გაიღრმავოს ცოდნა ეჯაილის მიმართულებით.
  • ვისაც სურს, ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს გადაწყვეტილებები სხვადასხვა ეჯაილ ფრეიმვორკის გამოყენებით.
  • ვინც მუშაობს ან აპირებს იმუშაოს ეჯაილ ქოუჩის, სკრამ მასტერის ან კანბან ქოუჩის პოზიციაზე.
  • ვისაც უნდა რომ მიიღოს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.

სასწავლო პროგრამა

  • ეჯაილის მიმოხილვა
    • ეჯაილის განმარტება
    • ეჯაილის საფუძვლები
    • ეჯაილის მანიფესი
    • ეჯაილი და ვოტერფოლი - განსხვავებები და მსგავსებები
    • ეჯაილ მაინდსეტი
  • ქოუჩინგის მიმოხილვა
    • რატომ ქოუჩინგი ეჯაილში? ცვლილების პროცესი
    • რა არის ქოუჩინგი?
    • პროფესიონალი ეჯაილ ქოუჩის ზოგადი უნარები
    • ქოუჩინგის პროცესი
    • ძლიერი კითხვები
  • ეჯაილ ქოუჩინგის კომპეტენციის ფრეიმვორკი
    • ეჯაილ ქოუჩინგის ფუნდამენტური კომპეტენციები
    • პრაქტიკოსი ლიდერი
    • პროფესიული ქოუჩინგი
    • ფასილიტაცია
    • მენტორობა
    • სწავლება
    • ტექნიკური ექსპერტიზა
    • ბიზნეს ექსპერტიზა
    • ტრანსფორმაციული ექსპერტიზა
  • ქოუჩინგ მაინდსეტი/საკვანძო კონცეპტები
  • ეჯაილ ქოუჩის დნმ/ენტერპრაიზ დონე
  • ეჯაილ ფრეიმვორკების მიმოხილვა

სასერტიფიკატო გამოცდის ფორმატი

სასწავლო პროგრამა სრულდება ტესტით, რომელიც კანდიდატმა აუცილებლად უნდა ჩააბაროს Agile Coach Professional Certificate ACPCTM-ის მისაღებად.

  • ფორმატი: კითხვები სავარაუდო პასუხებით.
  • კითხვების რაოდენობა: 40.
  • ენა: ინგლისური.
  • გამსვლელი ქულა: 32/40 ანუ 80%
  • ხანგრძლივობა: 60 წუთი.
  • ფორმა: ონლაინ.

  • გამოცდის ღირებულება (1 მცდელობა) შედის ტრენინგის ფასში
  • მონაწილეების სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ტრენინგის დისტანციურად ჩატარება